ბოსტონის მთები
ბოსტონის მთები | |
---|---|
კოორდინატები: 35°47′28″ ჩ. გ. 93°06′24″ დ. გ. / 35.79111° ჩ. გ. 93.10667° დ. გ. | |
ქვეყანა | აშშ |
უმაღლესი წერტილი | ტერნერ-უორდ-ნობი (სახელწოდებულებიდან) |
სიმაღლე | 751 მ |
ფართობი | 14.190 კმ² |
სიგრძე | 320 კმ |
სურათები ვიკისაწყობში |
ბოსტონის მთები (ინგლ. Boston Mountains) — ქედი აშშ-ში, ჩრდილო-დასავლეთ არკანზასსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ოკლაჰომაში. აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 320 კმ-ზე.[1] წარმოადგენს ოზარქსის უმაღლეს წერტილს (751 მ, მთა ტერნერ-უორდ-ნობი).[2][3]
ბოსტონის მთების ხუთი უსახელო მწვერვალის სიმაღლე დაახლოებით 780 მ-მდეა. ღრმად დანაწევრებული პლატო ქმნის ოზარქსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის, სადაც ხეობათა ჩაჭრის სიღრმე 150–470 მ აღწევს. ბოსტონის მთების ფარგლებში სათავეს იღებს არაერთი დიდი მდინარე, რომელთა შორისაა უაიტ-რივერი, ბაფალო-რივერი, კინგზ-რივერი და სხვა.[1]
აგებულია ქვიშაქვებით, თიხაფიქლებითა და ალევროლითებით, რომლის ფარგლებში განვითარებულია დანაოჭება და რღვევა. ქედის მაღალი ადგილები და მწვერვალები დაფარულია პენსილვანიური ასაკის ქვიშაქვებითა და თიხაფიქლებით. ღრმად ეროზირებული ხეობები ჩაჭრილია მისისიპური ასაკის კირქვებითა და უფრო ქვედა ფენაში ორდოვიციული ასაკის დოლომიტებით.[4]
ფიზიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, ბოსტონის მთები ქმნის სექციას, რომელიც თავის მხრივ, შედის ოზარქსის პლატოს პროვინციის შემადგენლობაში.[5]
ბოსტონის მთები წარმოადგენს მე-III დონის ეკორეგიონს, რომლის ფართობია დაახლოებით 112,059 კმ².[6] იგი დაყოფილია მე-IV დონის ორ ეკორეგიონად.[7] იცავს აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Encyclopedia Britannica | Boston Mountains
- ↑ Fallsville, Arkansas, 7.5 Minute Topographic Quadrangle, USGS, 1967
- ↑ Boston, Arkansas, 7.5 Minute Topographic Quadrangle, USGS, 1973
- ↑ Designing A Future For Arkansas Wildlife. State of Arkansas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-08-01. ციტირების თარიღი: 2023-08-01.
- ↑ Physiographic divisions of the conterminous U. S. U.S. Geological Survey
- ↑ Land Cover Change in the Boston Mountains, 1973–2000
- ↑ Ecoregions of Oklahoma. United States Geological Survey